Sunday, July 13, 2014

ტრენინგის რეფლექსია

ტრენინგი გვეხმარება გაკვეთილის გააზრებულად დაგეგმვაში, რათა მთავარი ყურადღება მიექცეს გაკვეთილის კონკრეტული მიზნის განსაზღვრას, წაკითხულის გაგება-გააზრებას, შინაარსის გაგებას, იდეის გაცნობიერებას, თეორიულად მიღებული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებას, თვალსაჩინოებებისა და დიდაქტიკური მასალების შერჩევა-გამოყენებას, მოფიქრებული გააზრებული კითხვების დასმას, საფუძვლიანი ცოდნის მიღებას და მის პრაქტიკულად გამოყენებას.

პროექტზე დაფუძნებული სწავლება მნიშვნელოვანია მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისათვის, რაც მიღწეულ იქნება Intel-ის ტრენინგზე გაზიარებული აქტუალური საკითხების გამოყენებით სწავლების პროცესში;

  ტრენინგი საინტერესოდ, მიზანდასახულად მიმდინარეობდა. ბევრი საინტერესო საკითხი გაშუქდა, ტრენერი ქალბატონი ელენე ბეთლემიშვილი მთელი მონდომებითა და პასუხისმგებლობით ეკიდებოდა საქმეს, დაიმსახურა მასწავლებლების კეთილგანწყობა, სიყვარული და მადლიერება.

No comments:

Post a Comment