ახალ დროს ახლებური აზროვნება და მოქმედება სჭირდება. 21-ე საუკუნე არის სიახლეებით დტვირთული და ამიტომ განათლებას უდიდესი პრიორიტეტები ენიჭება. განათლება ემსახურება შთამომავლობის განსწავლისა და აღზრდის დიდ მიზანს, მაგრამ ჩვენთვის-მასწვლებლებისათვის მას ბევრად მასშტაბური და მნიშვნელოვანი დატვირთვა ეძლევა, სწორედ ამ მიზანს ემსახურება სკოლა, სადაც სწავლებისა აღზრდის ახალი მეთოდები უნდა დაინერგოს,ამაში გვეხმარება ინტელის ტრენინგი.
მასწავლებლები უნდა დავეუფლოთ პედაგოგიკის თანამედროვე მეთოდებს, სრულვყოთ პროფესიული ოსტატობა, გავზარდოთ მომთხოვნელობა საკუთარი თავისა და მოსწავლეების მიმართ,ღრმად უნდა ვფლობდეთ არამარტო საგანს, არამედ მომიჯნავე საგნების პროგრამულ მასალებს. ნებისმიერი კლასი უნდა გადაიქცეს სასწავლო აღმზრდელობითი პროცესის ცენტრად მასწავლებელი კი ამ პროცესის ფასილიტატორად;
No comments:
Post a Comment